გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

5-11-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონულმა ჰაბმა, ფონდმა "აფხაზინტერკონტმა“ (AIC), რეგიონში დასაქმების ცენტრმა, სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის მერთან, სერგო ხიდეშელთან და მერის წარმომადგენელთან ქალაქ ონში, ლევან შერაზადიშვილთან.

ფონდ „აფხაზინტერკონტის“ მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ელბაქიძე და ფონდის წარმომადგენლები თამარ ელბაქიძე და ალეკო ტურძილაძე.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ფონდი „აფხაზინტერკონტის“ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების მიმოხილვას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში ახალი პროექტის "ქალთა ლიდერობა და ეკონომიკური მდგრადობა რეგიონის განვითარებისთვის“ განხორციელების საკითხს.


აღნიშნული პროექტის განხორციელება ფონდმა „აფხაზინტერკონტი“ (AIC), USAID -ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო.


პროექტის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე თემებში ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება, ახალი უნარ-ჩვევების შეძენით, ადვოკატირების წახალისებითა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. პროექტი ხელს შუწყობს ქალთა მონაწილეობას ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებისა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პროცესში.


პროექტით გათვალისწინებულია უკვე არსებული ბიზნესით დაკავებული და დამწყები მეწარმე ქალების შესაძლებლობების გაძლიერება, მათთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის გზით. ასევე საუბარი შეეხო რეგიონში გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში UNDP ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსს, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში ინოვაციური სისტემების განვითარების ხელშეწყობას, კარგი სასოფლო/სამეურნეო პრაქტიკის დანერგვის საკითხს, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ადამიანების შემოსავლების გაზრდას და მათი ცხოვრების დონის ამაღლების ხელშეწყობას. ასევე გაკეთდა ინფორმაცია თვითდასაქმების საკითხებზე და ექსტენციის გზით ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამაზე.


შეხვედრის დასასრულს ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს საინტერსო ვიზიტისთვის და მზადყოფნა გამოთქვა მომავალი თანამშრომლობისთვის.