გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

24 საათში კოვიდ ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74, ხოლო გამოჯანმრთელდა 4 348 პირი

8-11-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 477 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 204 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 273 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 191 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 755 046-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 693 129.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 509 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 146, შიდა ქართლი - 81, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი - 162, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 382 საიდანაც: 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 677, აჭარაში - 587, იმერეთში - 1 475. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში - 638, აჭარაში - 129, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 355 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 38, იმერეთში - 30. 1 302 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 - თბილისში, 262 - აჭარაში. 43 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 45, ხოლო აჭარაში - 1.


სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 352 ადამიანი.