გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბიძინა კულუმბეგოვი მიხეილ სააკაშვილზე: არცერთ მრავალპროფილურ კლინიკას არ შეუძლია, ადამიანი შიმშილის შემდგომი რისკებისგან დააზღვიოს

8-11-2021

ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას ეხმაურება და ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ის მიიჩნევს, რომ ვიდრე პატიმარი თავად არ შეწყვეტს შიმშილობას, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა უსაფუძვლოა. მედიკოსის თქმით, მოშიმშილე ადამიანს ვერცერთი ტიპის კლინიკა, მათ შორის ვერც კერძო ვერ დაეხმარება, თუ მან საკვების მიღებით, თავად არ შეუწყო ხელი.


„თუ ეს შიმშილობის პროცესია, რასაკვირველია, უნდა შეწყდეს. მოთხოვნამ, რომ სადმე გადაიყვანონ, შეიძლება, ადამიანის მდგომარეობის გაუარესება ერთი კვირით გადაავადოს. სად იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავისთავად, ეს არასწორი მოთხოვნაა. როგორც ექიმს, პოლიტიკური მიზნების შიმშილობით მიღწევა გაუმართლებლად და არაჰუმანურად მიმაჩნია. იქ გადავიყვანოთ... აქ გადავიყვანოთ... ეს არაფერს არ ცვლის და რისკებს, რომ შიმშილობის მერე არაფერი არ დაუზიანდება, რომელ კლინიკაშიც არ უნდა იყოს, შიმშილობით ვერსად ვერ გადაარჩენენ. ეს არის გამორიცხული. არცერთ მრავალპროფილურ კლინიკას არ შეუძლია, შიმშილის შემდგომი რისკებისგან დააზღვიოს ადამიანი“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.