გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი მშვენიერაძე სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ძალადობრივ აქციას აანონსებს

8-11-2021

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ძალადობრივი აქცია გაიმართება.


„2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გლდანის ციხის (მათ შორის ციხის საავადმყოფოს) შესასვლელი ბლოკირებული ჰქონდათ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს.


პატიმრების შეყვანა და გამოყვანა, ფაქტობრივად, ვერ ხდებოდა. რამდენიმე საბადრაგო მანქანას, რომელსაც პატიმრები გარე საავადმყოფოში გაჰყავდა, თავს დაესხნენ და ამოყირავებასაც ცდილობდნენ. არავის მათ წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებია. სააკაშვილს გლდანის ციხეში თუ გადაიყვანთ, ვვარაუდობ რომ უარესი გელით“, - მიმართავს მშვენიერაძე საქართველოს მთავრობას.