გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

7 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან განხორციელებული მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა

8-11-2021

მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 478 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 100%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 54%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.


2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (383 ტონა), რუსეთში (67 ტონა), უკრაინასა (18 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).