გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ამ თემაზე საუბარი შევწყვიტე; ეს არ არის ჩემი სალაპარაკო საკითხი და თემა, ვინაიდან, პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო

8-11-2021

ეს არ არის ჩემი სალაპარაკო საკითხი და თემა, ვინაიდან, პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მან ამ თემაზე საუბარი შეწყვიტა.


„თქვენ გყავთ მინისტრი ბრეგაძე, რომელსაც შეგიძლიათ დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა, ასევე არსებობს პენიტენციური სამსახური, მათ მიმართეთ ნებისმიერი კითხვით და რა თქმა უნდა, გაგცემენ აბსოლუტურად ამომწურავ პასუხებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.