10-11-2021
დაგეგმილი გვაქვს სოფლებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, ასევე ქალაქ კასპში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია და რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, - ამის შესახებ კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყველ პროექტის განხორციელებაში მუნიციპალიტეტს მთავრობის მხარდაჭერა აქვს.
„ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვავს მოსახლეობასთან. ვიცით კასპის რაიონში და მის სოფლებში არსებული გამოწვევები. ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასმელი წყალი, სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერთან. გვაქვს მთავრობის მხარდაჭერა. მომდევნო წელსაც ველოდებით დაფინანსებას და ვიმუშავებთ ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტაზე, რაც მუნიციპალიტეტში არსებობს. საკმაოდ სერიოზული პროექტები განხორციელდა გასულ წლებში. მომდევნო წლებშიც დაგეგმილი გვაქვს სოფლებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, ასევე ქალაქ კასპში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება. გარდა ამისა, დაგეგმილია სკვერებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება", - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.