10-11-2021
თურქეთის ქალაქ სტამბულში 5-7 ნოემბერს შატიკან კარატეში მე-11მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ჩემპიონატში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის გაერთიანებასთან არსებულ კარატის წრის (მწვრთნელები ალექსანდრე მანძულაშვილი და დავით დალაქიშვილი) ხუთი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. კასპელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და მედლებით დაბრუნდნენ.
მარიამ მანძულაშვილმა +18 -68 წწ შობუ სანბონი-ში - I ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო 14-15წწ შობუ იპონ -ში - III ადგილი.
ალექსანდრე ბერიანიძემ+18 -60 კგ შობუ სანბონი-ში - III ადგილი, ელენე ჩიტიშვილმა 47 კგ - შობუ სანბონ კუმიტე-ში - III, ხოლო -47 კგ - შობუ იპონოპენ-ში - III ადგილი. თამაზ ნაბახტეველმა - WKF-ში– II, ოფენ ჯუკუმიტე-ში- II და შუაგო იპონიფენ-ში - III ადგილი.
ჩემპიონატში ასევე მონაწილეობდა მწვრთნელი ალექსანდრე მანძულაშვილი 41 -46 წწ-ში და II ადგილზე გავიდა.
ტურნირი დააფინანსა კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ. ალექსანდრე მანძულაშვილის და დავით დალაქიშვილის აღზრდილებს მრავალჯერ უსახელებიათ კასპი და მწვრთნელები. კასპის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ მათგანს ულოცავს გამარჯვებას და სამომავლო წარმატებებს უსურვებს.