გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, ვიკი სტატიების თარგმნის კონკურსი გამოცხადდა

10-11-2021

საქართველოს მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი2021“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს ვიკი სტატიების თარგმნის კონკურსს – „საქართველოს მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“.


კონკურსის მიზანია, „მეცნიერების კალენდარი 2021“-ს ფარგლებში განხორციელებული ვიკი კონკურსების შედეგად შექმნილი, სანდო წყაროებზედაფუძნებულიმასალების თარგმნის გზით,საქართველოს სამეცნიერო დარგების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, მათი მიღწევებისა და საქართველოს მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელთა შესახებ ინფორმაციის ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა. ამასთან, კონკურსი ხელს შეუწყობს საქართველოს მეცნიერების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.


საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო კომისია: თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება 1 გამარჯვებული სტატია, ჯამში - 5 გამარჯვებული თარგმანი, რომელთა ავტორებსაც გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი ჯილდო.


მნიშვნელოვანია, რომ საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1 დეკემბრის 18:00 საათამდე. გამარჯვებული მონაწილეები 2021 წლის 19 დეკემბერს გამოვლინდება.


კონკურსთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად და დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:https://mes.gov.ge/content.php?id=12653&lang=geo