გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

პრემიერ-მინისტრმა გურიის მუნიციპალიტეტების მერებს მიმართა, მაქსიმალურად კონცენტრირდნენ მოქალაქეთა საჭიროებების მოგვარებაზე, რაშიც ცენტრალური ხელისუფლების სრული მხარდაჭერა ექნებათ

10-11-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება.


მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ესწრებოდა.


მთავრობის მეთაურმა მერებთან შეხვედრაზე გურიის რეგიონში არსებული გამოწვევები მიმოიხილა და მათ უმოკლეს ვადაში, ეფექტიანად გადაჭრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. პრემიერ-მინისტრის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი მოქალაქე და მათი პრობლემების ეფექტიანი გადაჭრა უნდა იყოს, რაშიც მერებს ცენტრალური ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა ექნებათ.


შეხვედრაზე გურიის რეგიონში დაგეგმილი პროექტები და მათი განხორციელების ვადებიც განიხილეს.