გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო თანდილაშვილი პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენელს საერთაშორისო კლიმატისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებში, სებასტიან ბარკოვსკის შეხვდა

11-11-2021

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენელს საერთაშორისო კლიმატისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებში, სებასტიან ბარკოვსკის შეხვდა.


შეხვედრა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (CoP26) ფარგლებში გაიმართა.


ნინო თანდილაშვილმა სებასტიან ბარკოვსკის ემისიების შემცირების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება პარიზის შეთანხმებიდან გამომდინარე გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს დაუთმო.


შეხვედრაზე პოლონურმა მხარემ კლიმატის მხარდაჭერის პოლონურ პროექტთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის ბიუჯეტი 11,25 მილიონი ევროა და ითვალისწინებს ისეთი მიმართულებების მხარდაჭერას, როგორებიცა კლიმატის პოლიტიკის განვითარება, ჰაერის ხარისხის ზრდა, ენერგოეფექტური შენობები, ქვანახშირის მწარმოებელი რეგიონების ტრანსფორმაცია, ნულოვანი და დაბალი ემისიის მქონე ტრანსპორტი. ინიციატივის ფარგლებში, პოლონეთის მხარე განიხილავს საინვესტიციო, საკონსულტაციო და შერეული ტიპის პროექტებს.


ინიციატივისფარგლებში, ქართულმა მხარემ, პოლონურ მხარესთან თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული პროექტების წარდგენის შემთხვევაში, ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე კონკრეტული შემოთავაზებები მიიღო.


ნინო თანდილაშვილმა პოლონური მხარის წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოში მოიწვია.