გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საქართველო და კვიპროსის რესპუბლიკა ერთობლივი საზღვაო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ

11-11-2021

საზღვაო სფეროში საქართველოსა და კვიპროსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა კვიპროსის სანაოსნოს მინისტრთან ვასილიუს დიმიტრიადისთან. შეხვედრას კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ კეკელიძეც ესწრებოდა.

საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის საზღვაო სავაჭრო შეთანხმების შესაბამისად, მხარეები ორივე ქვეყნისთვის საერთო ინტერესის მქონე საკითხების განსახილველად ერთობლივი საზღვაო კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს ხელმძღვანელი შეხვდა ასევე კვიპროსის სანაოსნო პალატის წევრებსა და ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს, გემთმფლობელ - "Columbia Ship Managemant"-ს.


შეხვედრებზე განხილულ იქნა საზღვაო სფეროში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვის წარმატებული გამოცდილება და აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პოზიტიური შედეგები ქართველ მეზღვაურთა როტაციისა და ვაქცინაციის მიმართულებით.


ქართული მხარე დაინტერესებულია კვიპროსის გამოცდილების გაზიარებით საზღვაო კლასტერის ჩამოყალიბების მიმართულებით და განიხილავს ურთიერთობის გაღრმავებას საზღვაო განათლების, კვლევებისა და ინოვაციების კუთხით.

მხარეების მიერ ხაზგასმული იქნა საქართველოს მიერ ბოლო ათწლეულში განხორციელებული წარმატებული სისტემური რეფორმები კერძოდ, საზღვაო განათლებისა და სერტიფიცირების ასევე საზღვაო დროშის და ნავსადგურების მიმართულებით, რამაც მოკლე პერიოდში უზრუნველყო ქვეყნის საზღვაო რეპუტაციის განმტკიცება საერთაშორისო არენაზე.