გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

პრემიერ-მინისტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერებს მოუწოდა, თითოეული პროექტის განხორციელების ვადები და ეფექტურობა ადგილზე პირადად გააკონტროლონ

11-11-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დღეს ბოლო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდნენ.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერებმა პრემიერ-მინისტრს თავიანთი ხედვები და გეგმები გააცნეს. მთავრობის მეთაურმა მათ გეგმების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვაა, მათი პრობლემების უმოკლეს ვადაში გადაჭრის პროცესში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მერების ეფექტურ საქმიანობას და მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციას.


ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ მოსახლეობის მხრიდან წამოსული ინიციატივების განხორციელებას და თითოეული პროექტის განხორციელების ვადები და ეფექტურობა ადგილზე პირადად გააკონტროლონ.