გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ლევან დავითაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)“ დირექტორს შეხვდა

11-11-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)“ დირექტორს, ჰანს იოაჰიმ ლიპის შეხვდა.


ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰანს იოაჰიმ ლიპის 7 წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების მართვის პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის.


ჰანს იოაჰიმ ლიპიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით მკაფიოდ განსაზღვრული სწორი ხედვა აქვს და ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გაუსვა ხაზი. პროგრამის დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, ამ მიმართულებით აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს და მინისტრს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საბჭოს წევრი, სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარლო ამირგულაშვილი ესწრებოდნენ.