გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფელ თელიანის სასოფლო ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

13-11-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში, სასოფლო ამბულატორიის სამუშაო ოთახების რეაბილიტაცია და შიდა მოპირკეთების სამუშაოები ჩატარდა.
მოეწყოე ლექტრო, სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელების გარე გაყვანილობები, არსებული იატაკი შეიცვალა ლამინატით, ხოლო ხის მოძველებული კარ-ფანჯრები მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრებით.


ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „მშენებლი 2013“-ის მიერ იქნა განხორციეელბული.


პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მუნიციპალიტეტი სადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.


"თელიანის სასოფლო ამბულატორიის სამედიცინო დახმარებით, თელიანის გარდა სოფელ სასირეთის და თელიანის დევნილთა ჩასახლების 750 ოჯახი სარგებლობს. ამბულატორიის რეაბილიტაციის შემდეგ მედპერსონალი პაციენტებს კეთილმოწყობილ კაბინეტებში მოემსახურებიან" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.