გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გოგი მეშველიანი: ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას

13-11-2021

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრს და რაგბის კავშირის გამგეობის თავჯდომარე დავით კაჭარავას შეხვდა.


შეხვედრაზე განიხილეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხები.


მაჟორიტარის თქმით, წლებია მუშაობენ იმისათვის, რომ ბოლნისში შეიქმნას სარაგბო ბაზა და განხორციელდეს კომპლექსური სამშენებლო პროექტი.

გოგი მეშველიანმა, მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისის თავმჯდომარე დავით ჯაფარიძესთან ერთად დეტალური ინფორმაცია მივაწოდა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს.


„ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა