გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლას ნატოს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი ეწვია

14-11-2021

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნატოს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი სტუმრობს. აღნიშნული ვიზიტის მიზანია შეაფასოს სკოლის, როგორც ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის მქონე ინსტიტუტის ხარისხის მართვის სისტემა. ვიზიტი იძლევა უნიკალურ და რეალისტურ შანს, ნატომ აღიაროს სკოლის სწავლებისა და ორგანიზაციული მართვის სისტემის სრული შესაბამისობა ნატოს სტანდარტებთან.


შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა, რომელმაც ისაუბრა სკოლის, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ნატოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა ყურადღება სკოლის საერთაშორისო მიღწევებზე გაამახვილეს.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2020 წელს სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების საბაზისო კურსის ნატოს მიერ შერჩეული (NATO Selected) სტატუსით მოპოვებით, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ალიანსის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომელმაც ნატოს მიერ სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი განავითარა.


ნატოს ექსპერტების ვიზიტით, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, DIB სკოლის სახით მიიღოს პირველი სასწავლო დაწესებულება ნატოს ხარისხის მართვის ნიშნით.