გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ მოიწონეს

15-11-2021

ქვეყანაში წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენები სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი შეიმუშავა.


კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან და ასახულია ევროკავშირის ძირითადი დირექტივების მიდგომები და მოთხოვნები. კანონპროექტით განსაზღვრულია სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება, აუზების ფარგლებში წყლის გამოყენების პრიორიტეტები, ზედაპირული წყლის ობიექტებზე სანებართვო სისტემის აღდგენა, ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღების მოსაკრებლის აღდგენა, უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციები.


წყლის რესურსების მართვა განხორციელდება შემდეგი სახით: დადგინდება აუზების/სააუზო უბნების საზღვრები, შემუშავდება მდინარეთა აუზების სააუზო მართვის გეგმები ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, მდინარის აუზების მართვა განხორციელდება მდინარეთა/სააუზო უბნების სააუზო მართვის გეგმების საფუძველზე. მდინარის აუზის მართვას განახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტო, შეიქმნება სააუზო მართვის საკონსულტაციო საკოორდინაციო საბჭოები, რომლის შემადგენლობაში შევა აუზის ტერიტორიაზე განლაგებული მუნიციპალიტეტების, ძირითადი წყალმოსარგებლე ობიექტების და საზოგადოების წარმომადგენლები.


კანონპროექტით დადგენილი ნორმები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება ეტაპობრივად.


წყლის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრადი განვითარების სამართლებრივი საფუძვლების განმტკიცებას და, შესაბამისად, საზოგადოების ეკონომიკური და გარემოს დაცვითი ინტერესების თანაფარდობის ჩამოყალიბებას.