გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქობულეთის ოთხი სოფლის მოსახლეობა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს

27-04-2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის - წყავროკას, მუხაესტატეს, ზენითისა და ცეცხლაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ სოფლებში ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარია გამოყოფილი. მათი თქმით, კომპანიამ გასული წლის დეკემბერში მოსახლეობას მინიმალური კომპენსაცია გადასცა და სამომავლოდ დაჰპირდა, რომ თანხას გაუზრდიდნენ. 

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც იმყოფებიან. 

„დღეს აქციაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის წარმომადგენლები იმყოფებიან, რადგან მათი კომპენსაცია ხელისუფლებამ მოიპარა. მოსახლეობას აინტერესებს, მოხდება თუ არა კომპენსაციის გაცემა. 

მოსახლეობის მიერ კანონიერი გზით ნაგავსაყრელის მშენებლობის ხელშეშლა მოხდება, თუ მათ კომპენსაციას არ აუნაზღაურებენ. ნაგავსაყრელი "ჰიგიენა 2009"-ს უნდა აეშენებინა, თუმცა კომპანიის დირექტორმა 5 მილიონი ლარი მოიპარა. სად წავიდა ის თანხები? დღეს 160-მდე ოჯახს კომპენსაცია აქვს ასაღები, რომლებმაც მინიმალური თანხა აიღეს“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ბონდო თედორაძემ.

მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები ნაგავსაყრელის მშენებლობის ხელის შეშლით იმუქრებიან. 

"კომპენსაცია თავის დროზე დარიგდა, თუმცა ძალიან დაბალი იყო. დაპირება იყო, რომ უფრო მეტს გადაგვიხდიდნენ, თუმცა არ აგვინაზღაურეს",- განაცხადა აქციის მონაწილემ მიხეილ ნოღაიდელმა. 

აქციის მოანწილეებს აჭარის მთავრობის წარმომადგენელი კახა შაშიკაძე შეხვდა. მისი განცხადებით, კომპენსაციის თანხის ოდენობა კომისიის მიერ არის გადაწყვეტილი და თუ მოსახლეობა აღნიშნულით უკმაყოფილოა, მათ შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ.

"ინტერპრესნიუსი"