გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 12 017 კოლოფი სიგარეტი და 18,315 კილოგრამი უაქციზო თამბაქოს ნაწარმიგამოავლინეს

16-11-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-ლი ნოემბრიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 12 017 კოლოფი სიგარეტი და 18,315 კილოგრამი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 168 ფაქტი გამოავლინეს.


საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.


ამასთან, 113 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა, ხოლო 2 ფაქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. რაც შეეხება 53 ფაქტს, ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევებად და შედგა შესაბამისი ამოღების ოქმები.