კვირა, ივნისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 91 მილიონი ლარი

16-11-2021

2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 91 მილიონი ლარი - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.


მისი თქმით, მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების ზრდა 100 ლარით.


„ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს მილიარდ 360 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებელთა დანამატის ზრდა 100 ლარით, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა, სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდა 100 ლარით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე მიიმართება - 160,8 მლნ ლარი, პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 119 მილიონი ლარი, მათ შორის პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 46 მილიონ ლარზე მეტი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 232 მილიონ ლარს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.