გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

იოსებ არჩვაძე: ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების ასეთი შეფასება საქართველოს ინსტიტუციურ სიმყარესა და მდგრადი განვითარების მაღალ პოტენციალს ადასტურებს

18-11-2021

კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს Trace International, საქართველომ მიიღო 26 ქულა და მსოფლიოში 182 ქვეყანას შორის 28-29 ადგილებზე იმყოფება (პორტუგალიასთან ერთად). მეთოდოლოგიის შესაბამისად, თითოეულ ქვეყანას ენიჭება კორუფციის რისკის საერთო ქულა და თითოეული მიმართულება 1-დან 100 ქულამდე ფასდება, სადაც 1 ქულა მიუთითებს კორუფციის დაბალ დონეს/არარსებობას, ხოლო 100 ქულა - კორუფციის მაღალ რისკს. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო ევროპაში 19-ე ადგილზეა და ევროკავშირის 13 სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს. საქართველოს გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე მის სახმელეთო მეზობლებს (სომხეთი - 47-ე ადგილი, თურქეთი - 129-ე, რუსეთი - 134-ე, აზერბაიჯანი - 140-ე ადგილი).


ეკონომიკის ექსპერტის იოსებ არჩვაძის შეფასებით, “თუ რამდენად მოსწყდა საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეს თავის ევროატლანტიკურ არჩევანსა და სახელმწიფოებრივ ტრაექტორიაში, იქიდანაც ჩანს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ 2 სახელმწიფოს (ესტონეთსა და ლიტვას აქვს), ხოლო დსთ-ის ქვეყნების გაშუალებული მაჩვენებლით ეს ქვეყნები 57.3 ქულით მხოლოდ 133-ე ადგილზე იმყოფებიან”.


სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში იოსებ არჩვაძემ აღნიშნა, რომ ყველაზე საუკეთესო შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ ქვეკომპონენტში, როგორიცაა “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლება”- ამ აგრეგატში, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.


ზემოაღნიშნული კვლევისაგან დამოუკიდებლად, გლობალური გამოკითხვების ამერიკული ორგანიზაციის „Gallup“ -ის ანალიტიკურმა ცენტრის მიერ კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით, შეფასების 100-ბალიანი სისტემით საქართველომ 88 ქულა აიღო და მსოფლიოს 115 სახელმწიფოდან საუკეთესო ქვეყნების ოცეულში (17-ე ადგილი) მოხვდა.


იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, შეფასება ითვალისწინებს ადამიანების პირად უსაფრთხოებას და მათ საკუთარ გამოცდილებას დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ „Gallup“-ის შეფასებით, კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით საქართველო ევროპის თხუთმეტ საუკეთესო ქვეყანათა შორისაა.


„ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების ასეთი შეფასება, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, მათ შორის ფინანსური სისტემის პოზიტიური შეფასება ადასტურებს საქართველოს ინსტიტუციურ სიმყარესა და მდგრადი განვითარების მაღალ პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, რეიტინგული შეფასებები კიდევ უფრო მაღალი და პოზიტიური იქნებოდა, რომ არა ცალკეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციული ქმედებები და საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების საკურთხეველზე საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების ზვარაკად მიტანის დაუოკებელი მცდელობა,“ -აღნიშნავს იოსებ არჩვაძეს.