გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კომუნიკაციების კომისია: „ტვ პირველმა", „მთავარმა არხმა" და „ფორმულამ" პოლიტიკური რეკლამა კანონდარღვევით გაავრცელეს

18-11-2021

კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველს", „მთავარ არხს" და „ფორმულას" პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო, სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. მაუწყებლებმა 27-29 ოქტომბერს ეთერში „ნაციონალური მოძრაობის" ფასიანი პოლიტიკური რეკლამა განათავსეს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის", „ლელოს", „ევროპული საქართველოს", „გირჩი - მეტი თავისუფლების" და „დროას" ლიდერები მონაწილეობდნენ.


აღნიშნული პოლიტიკური რეკლამა „ტვ პირველმა" ეთერში „ლელოს" დაკვეთით განათავსა, რითაც საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია. კანონმდებლობის მიხედვით, აკრძალულია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. ასევე, საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის არჩევისათვის ხელის შემწყობი რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.


პოლიტიკური რეკლამა „ტვ პირველის", „მთავარი არხის" და „ფორმულას" ეთერში სურდოთარგმანისა და საარჩევნო სუბიექტისა და მისი ნომრის მითითების გარეშე განთავსდა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, ასევე რეკლამის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს.


კომუნიკაციების კომისიამ კანონმდებლობის დარღვევის გამო სამივე მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რომელსაც სასამართლოს გადასცემს.