გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა ფერმერებს და სოფლის რწმუნებულებს გააცნეს

19-11-2021

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში ფერმერებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება.მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ამჯერად,ახალციხისმუნიციპალიტეტის ფერმერებს შეხვდა. შეხვედრა „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ორგანიზებით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მოეწყო. ფერმერებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროგრამის შესახებ და ის შესაძლებლობები განიხილეს, რომლებითაც ბენეფიციარები ისარგებლებენ.


ახალი პროგრამა იყო განხილვის თემა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრაზეც, სადაც ასევე ისაუბრესსახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების აუქციონის გზით იჯარით გაცემის დეტალებსა და პროცედურებზე, განიხილეს ადგილობრივი ხელისუფლების როლი პროგრამის განხორციელებაში.


სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. აღნიშნული პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას.