გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკა გვარამია: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არაადეკვატურია

19-11-2021

„როცა ადამიანის წამებას აქვს ადგილი, მისი სასამართლოზე მიყვანის მოწოდება, სულ მცირე, არაადეკვატურია. ზოგადად, გინდა სამართლიან სასამართლოზე და გინდა ნებისმიერ სხვა რამეზე.


კაცს კლავს სისტემა - რა სასამართლო, რა სამართლიანი? სიცოცხლეზე ღირებული არაფერია და წამებაზე მძიმეც - არაფერი.


ამიტომაც, უნდა დავფიქრდეთ კარგად, ვიდრე ყველა მიმართულებით ვიყვირებთ და გავშლით მესიჯებს.


ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ მკაფიო ჩვენს პრიორიტეტებში, რომ არ დავუტოვოთ სამოძრაო სივრცე არც ზედმეტად ფრთხილ მეგობრებს და არც ზედმეტად ნაძირალა მოწინააღმდეგეს“, - აცხადებს ნიკა გვარამია.