გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი

22-11-2021

2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველი 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც უპრეცენდენტო ზრდაა მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით.


„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის ძალიან დამაიმედებელი. ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება 5500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. შეგახსენებთ, რომ პირველი 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც უპრეცენდენტო ზრდაა მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რეგიონის და ევროპის ქვეყნების მასშტაბით. ჩვენ ასევე მოვამზადეთ ახალი პროგრამები, სოფლის მეურნეობაში გვაქვს სერიოზული ამბიციური გეგმები და პროგრამები. ნაწილი უკვე დავიწყეთ და იანვრიდან გავაფართოებთ ამ მასშტაბებს", - განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნის, წარმოების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის მიმართულებებით და საზოგადოებას ახალი ინიციატივები უახლოეს მომავალში წარედგინება.


„გარდა ამისა, უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოვალ ინიციატივებით აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნის, წარმოების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის მიმართულებებით და წარმოგიდგენთ მასშტაბურ პროექტებს და ინიციატივებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება - ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა და ამ სამი ძირითადი იდეის გარშემო უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.