გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ

24-11-2021

რესტორნებს, რომლებსაც, 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე სტატუსით შეუძლიათ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


"საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით რესტორნებს, რომელთაც, როგორც მოგეხსენებათ, 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, ანუ ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან",-აღნიშნა ღიბრაძემ.