გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

26-11-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", ოქროს ნაკეთობების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.


შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკურად, ისევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 203.09 გრამი) გამოვლინდა.


ოქროს ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 24 493,54 ლარი შეადგინა.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი თურქეთის მოქალაქე გ.ს. სანქციის სახით, 5954 ლარით დაჯარიმდა, ხოლო, სამართალდამრღვევი საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების რ.გ.-სა და ა.ს.-ს მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.