გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების პერსპექტიული ფორმები გამოავლინა

26-11-2021

საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ადაპტირებული, სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების გამოვლენის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 3 წლიანი პროექტი „სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების შესწავლა და გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“ განახორციელა.


პროექტის ფარგლებში მოხდა ვერხვის პერსპექტიული ფორმების შესარჩევი ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირება, ვეგეტაციის პერიოდში ზრდა-განვითარების დედრომეტრული, მორფომეტრული მაჩვენებლების აღრიცხვა და გახარების პროცენტის დადგენა, საველე მასალების ანალიზი და პერსპექტიული ფორმების იდენტიფიცირება, შერჩეული პერსპექტიული კლონების ბიომასის, ენერგეტიკული და ნახშირბადის პოტენციალის განსაზღვრა.


კვლევები მცხეთაში, გორსა და ხაშურში საცდელ ფართობებზე, ინტროდუცირებულ, ახალ ჰიბრიდული ვერხვების სწრაფმზარდ 21 კლონზე მიმდინარეობდა. პერსპექტიული კლონები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა - ზრდის ტემპი, გახარების უნარი, ყინვაგამძრლეობა, გვალვაგამძლეობა და მავნებელ-დაავადებებისადმი შედარებითი მდგრადობა.


პროექტის ფარგლებში სპეციალისტები იტალიის „ბიოპოპლარის“ სწრაფმზარდი ხეების კერძო კვლევით კომპანიას ესტუმრნენ, სადაც ბიომასის პროდუქტიულობის მეთოდებს გაეცნენ და ადგილობრივი კონსულტანტის დახმარებით, ექსპერიმენტული პლანტაციის გაშენების სქემა შეიმუშავეს.


ვერხვის სწრაფმზარდი ფორმებით გაშენებული პლანტაციების უპირატესობა დროის მოკლე პერიოდში სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის მიღების შესაძლებლობა, დაბალპროდუქტიული მიწების ეფექტური ჩართვა სამეურნეო წარმოებაში, ტრადიციული მერქნული სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის გამოთავისუფლება და მისი შეცვლა შედარებით იაფი თვითაღდგენითი ბიოსაწვავის რესურსით და ადგილობრივი სანედლეულო ბაზის შქმნის შესაძლებლობაა.


პროექტი „სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების შესწავლა და გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.