გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" იქმნება

26-11-2021

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე იმსჯელეს.


კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა, ფრაქციას „ლელო პარტნიორობისათვის" გამოაკლდა ერთი წევრი. რეგლამენტით განსაზღვრული 7 დღის ვადაში არ მომხდარა ფრაქციის შევსება ახალი წევრით, შესაბამისად, ფრაქცია დაიშალა. „ლელოს" პარტიული სიით შესულმა დეპუტატებმა, ანა ნაცვლიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ და დავით უსუფაშვილმა, რომელთაც პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება აქვთ, მიმართეს პარლამენტს, რომ რეგლამენტის შესაბამისად შეიქმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის", აქვე წარდგენილია შესაბამისი წესდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


კომიტეტმა ცნობად მიიღო ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი, რის შესახებაც შესაბამისი დასკვნა წარედგინება ბიუროს.