გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გერმანელი ექსპერტი დააჯილდოვა

27-11-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო საინჟინრო ინიციატივის გერმანელ ლიდერს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედალი გადასცა.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკმა, ფრენკ აბელმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2018 წლიდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო. გერმანელმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა SNGP-ის ფარგლებში სამხედრო საინჟინრო ინიციატივის განვითარებაში. იგი დახმარებას უწევდა ქართველ ექსპერტებს საინჟინრო ძალების განვითარების გეგმის შემუშავებაში, ასევე მისი დახმარებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოხდა ქართველი ინჟინერი ოფიცრების გადამზადება.


უწყების ცნობით, საინჟინრო ძალების განვითარების კონცეფციაც, რომელიც ვიცე-პოლკოვნიკმა აბელმა და ქართველმა ექსპერტებმა ერთობლივად შეიმუშავეს. მისი დახმარებით, ნატო-ს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB TF) ფარგლებში, შემუშავდა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ სრულად დაფინანსდა სამხედრო საინჟინრო ძალების სასწავლო არეალების განვითარების პროექტი.