30-04-2018
პანკსის ხეობაში, სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა კახეთში მცხოვრებმა ოცზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო. პირველ ადგილის მფლობელი თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილი, ისლამ მაჩალიკაშვილი გახდა.
გამარჯვებულს 500 ლარი და ცხვარი აჩუქეს. დაკავებული ადგილების შესაბამისი ფულადი თანხა გადაეცათ დანარჩენ გამარჯვებულებსაც.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, დოღი, რომელიც მისი შვილის ხსოვნას მიეძღვნა, ტრადიციულ სახეს მიიღებს და ხეობაში ყოველწლიურად გაიმართება.
"დღების გამო თუშებსა და ჩვენ შორის იყო შუღლი. თემირლანის ხსოვნის საპატივსაცემოდ თუში და პანკისელი ახალგაზრდების შერიგდნენ. სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი, როდესაც გადავწყვიტეთ დოღი გამართულიყო. თემირლანის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი ყოველ წელს გაიმართება", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ღონისძიების დაწყებას წინ უძღოდა ზემო ალვანსა და პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების შერიგება, რომლებიც 2016 წელს ჩატარებული დოღის დროს ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, დაიჭრა. მას ორი კვირი განმავლობაში მკურნალობდნენ. 19 წლის თემირლანი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში, 10 იანვარს გამთენიისას გარდაიცვალა.