გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რადიკალებმა და პროვოკატორებმა, მიუხედავად იმისა, დიდის ამბით აცხადებდნენ, რომ აქციებსა და პროვოკაციებს არ მოაწყობდნენ, მაინც მოაწყვეს - ლევან ნიკოლეიშვილი

29-11-2021

რაც არ უნდა იყვირონ და იწივლონ, კანონი რასაც ითვალისწინებს, ის უნდა მოხდეს. ყოვლად დაუშვებელია, რადიკალურ დაჯგუფების გადასაწყვეტი იყოს თუ როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური ცხოვრება“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარეობს.


როგორც ნიკოლეიშვილი წერს, რადიკალური ჯგუფების გადასაწყვეტი არ არის პროცესს ვინ დაესწრება და გადაიცემა თუ არა პირდაპირ ეთერში.
ამასთან, ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს გაუქმდა სასამართლო სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია.


„რადიკალებმა და პროვოკატორებმა, მიუხედავად იმისა დიდის ამბით აცხადებდნენ, რომ აქციებსა და პროვოკაციებს არ მოაწყობდნენ, მაინც მოაწყვეს. მიზანი მარტივი, რამენაირად ხელი შეუშალონ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გამართვას, ცხადია სიტუაცია დაძაბონ! რაც არ უნდა იყვირონ და იწივლონ, კანონი რასაც ითვალისწინებს ის უნდა მოხდეს. ყოვლად დაუშვებელია, რადიკალურ დაჯგუფების გადასაწყვეტი იყოს თუ როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური ცხოვრება, ვინ უნდა დაესწროს სასამართლოს და ვინ არა, უნდა გადაიცეს თუ არა პირდაპირ რეჟიმში სასამართლო პროცესი თუ არა, პარტტელევიზიები, რომლებიც მზად არიან ოღონდ ბელადის ბრძანება შეასრულონ, ყველაფერზე მიდიან ნებისმიერ ტყუილის, ფეიკის და დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, რაც მთავარია ცდილობენ პროვოკატორ-რადიკალების ქმედებები გაამართლონ. ისე, საინტერესოა, რომ სწორედ ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნისას, უშუალოდ სააკაშვილის მითითებით, გაუქმდა სასამართლო სხდომების პირდაპირ ტელეტრანსლაცია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.


ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს მიხეილ სააკაშვილი ესწრება.


თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.


თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აღმაშენებლის ხეივნის გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. მათი განცხადებით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე გზა გადაკეტილი იქნება.