გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფელ საქობოში პატიმარ დიმიტრი ჭრელაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

30-04-2018

ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ახალგაზრდა უკანონოდ არის დაკავებული.

მათი თქმით, სამართალდამცავები ჭრელაშვილს იმ დანაშაულს ედავებიან, რომელიც მას არ ჩაუდენია.


ქურდულ სამყაროსთან კავშირში დადანაშაულებული ახალგაზრდა დაკავების დღიდან შიმშილობს.


ოჯახის მტკიცებით, მას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.


სიფელი არ გამორიცხავს, რომ საპროტესტო აქციები გლდანის ციხესთან გაგრძელდეს.


შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით, რამდენიმე პირი კახეთსა და თბილისში ერთდროულად აიყვანეს.


გამოძიების მტკიცებით, ისინი ევროპაში მცხოვრები კანონიერი ქურდების დავალებით, კონკრეტულ პირებს თანხას სძალავდნენ.

"პია"