გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხვალ ციფრული გამოცემის „ქსოვილის ორნამენტი აჭარიდან“ პრეზენტაცია გაიმართება

1-12-2021

მიმდინარე წლის 2 დეკემბერს საღამოს 19:00 საათზე ზუმის პლათფორმაზე გაიმართება ციფრული გამოცემის „ქსოვილის ორნამენტი აჭარიდან“ პრეზენტაცია.

ციფრული გამოცემა აერთიანებს აჭარაში სამუზეუმო და კერძო კოლექციებში, ეთნოგრაფიულ სინამდვილესა და სამეცნიერო ნაშრომებში შემონახული ქსოვილების ნიმუშებს. გამოცემაში თავმოყრილი ნიმუშების ძირითადი ნაწილი ნაქსოვია, ხოლო ნაწილი – ნაქარგი. ასევე, წარმოდგენილია ბამბის ქსოვილზე ნაქარგით და აპლიკაციით შესრულებული ორნამენტული კვადრატებით გაფორმებული „კედლის ფარდაგები“. გამოცემა მოიცავს ორნამენტის, როგორც ციფრულ, ვექტორულ ფაილებს, ისე დედნების ფოტოებს.


გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი რეწვის ოსტატებისთვის, დიზაინერებისა და ამ თემით დაინტერესებული მკვლევრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს აჭარის ხალხური ქსოვილების მრავალფეროვანი ნიმუშები და მათი გრაფიკულად დამუშავებული ციფრული ვარიანტები.

პროექტი დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის“ კონკურსის ფარგლებში. პროექტის თანადამფინანსებელია ქედის მუნიციპალიტეტის მერია.


პროექტის მთავარი პარტნიორები არიან სსიპ „აჭარის მუზეუმი“ და ა(ა)იპ ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“.


პროექტი ხორციელდება ორგანიზაციების – „კულტურა მომავლისათვის“, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ.


პროექტის ავტორია ნინო რაზმაძე, რედაქტორი – ანა შანშიაშვილი, შემდგენლები: ნინო რაზმაძე, თემურ ტუნაძე.

პრეზენტაცია ელექტრონული მისამართია: https://us02web.zoom.us/j/­81268934014