1-12-2021
„2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია თითქმის უცვლელია. შედარებით დაზუსტებულია მხოლოდ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი შენარჩუნებულია იგივე დონეზე. დაზუსტებულია მთავრობის ვალი და გათვალისწინებულია 51, 1 პროცენტი ნაცვლად 52, 5 პროცენტისა",- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილ, საბოლოო ვერსიაში არსებითი ცვლილებები არ არის. დაზუსტდა მხოლოდ რამდენიმე მაკროეკონომიკური პარამეტრი. 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი განსაზღვრულია 58, 5 მლნ ლარის ოდენობით. მისივე ინფორმაციით, არ შეცვლილა დეფიციტის მაჩვენებელი და კვლავ 6,7 პროცენტის ფარგლებშია წარმოდგენილი. რაც შეეხება მთავარობის ვალს, მისი კორექტირება მოხდა გასული დღის ოფიციალური კურსის მიხედვით და შეადგინა 51, 1 პროცენტი შეადგინა.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს ემატება 376 მლნ. ლარი და სამინისტროს ასიგნებები 6 468,9 მლნ ლარით განისაზღვრება. მისი თქმით, ამ მიმართულების დაფინასების ზრდა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებით არის გამოწვეული.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო, გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა.