გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი სააკაშვილს: საკუთარი დედისთვის ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილების უპრაგონოდ გამჩუქებელი, საგანმანათლებლო სფეროში მეცენატობას და ქველმოქმედებას უწუნებ ივანიშვილს?

2-12-2021

საკუთარი დედისთვის ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილების უპრაგონოდ გამჩუქებელი, საგანმანათლებლო სფეროში მეცენატობას და ქველმოქმედებას უწუნებ ივანიშვილს? - ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


„ქმრების, შვილების, მამების ციხიდან გამოსაყვანი თანხის საშოვნელად, მილიონამდე მოქალაქე რომ გაუშვი იძულებით ემიგრაციაში სხვისი მოხუცების მოსავლელად - ამ თემას საშენოდ როგორ ეხები საერთოდ? უაზრო და ამჟამად, უფუნქციო შენობების (პრეზიდენტის სასახლე, ქუთაისის პარლამენტი) მშენებლობაზე მილიარდები რომ გაქვს დახარჯული - მოსახლეობის რა სოციალურ ზრუნვაზე გველაპარაკები? პუტინის ბრძანებით, ეროვნული უშიშროების აკადემია რომ გააუქმე - დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მიადექი? 26 მაისს პოლიცია უკონტროლოდ მოქმედებდაო და ამით ვანოს რომ ძირავ უკვე მეორედ - პასტა/ფურცელი/­ჩვენება! ფიზიოლოგიური ინსტინქტების დაკმაყოფილებაზე აგებული ავტოკრატიული სისტემის შემქმნელი - კოალიციურ მმართველობაზე ჩვენ გველაპარაკები? ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფსიქიკის, ღირსების გამანადგურებელი, დაუნდობელი პოლიციური სისტემის ფუძემდებელი - არჩევით შერიფებზე ლექციებს გვიკითხავ, პოლიციისთვის ადამიანური ღირსების დამბრუნებელ ხელისუფლებას? საკუთარი დედისთვის ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილების უპრაგონოდ გამჩუქებელი, საგანმანათლებლო სფეროში მეცენატობას და ქველმოქმედებას უწუნებ ივანიშვილს? ჩემს დროს პანდემიაც კი არ იყოო - ამის თქმას რაღა გიშლიდა?“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.