გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა

2-12-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობაზე.


საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში. აქვე აღინიშნა ბიზნესებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა.


ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.
მთავრობის მეთაურმა კატარის ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა.