გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ონის მერი მხარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს შეხვდა

3-12-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა, მოადგილეებთან ერთად, შეხვედრა გამართა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ - ბექა ოშხერელთან და გენერალურ მდივან - ენრიკო ჩიტალაძესთან.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით ფეხბურთის სფეროში არსებულ პრობლემური საკითხებსა და გამოწვევებს.


ბექა ოშხერელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები, მიზნები და პერსპექტივები.


აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ონში იგეგმება საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განახლება, მინი ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ფუტსალის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ეს კი თავის მხრივ სპორტული ტურიზმის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.