7-12-2021
ამ ბულინგითა და ურთიერთზიზღით აღსავსე გარემოში მადლიერება სულ უფრო ძვირფასი და იშვიათი ხდება! მადლობის გადახდა საშიშიც კია დღევანდელ საქართველოში, რადგან დაგესევიან, გაგლანძღავენ, ჭორებს და სიბინძურეს დაგახვევენ, თუმცა საზოგადოება თუ ვართ ამ სიბნელის არ უნდა შეგვეშინდეს, - ასე ეხმიანება ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას.
„ამ ბულინგითა და ურთიერთზიზღით აღსავსე გარემოში მადლიერება სულ უფრო ძვირფასი და იშვიათი ხდება! მადლობის გადახდა საშიშიც კია დღევანდელ საქართველოში, რადგან დაგესევიან, გაგლანძღავენ, ჭორებს და სიბინძურეს დაგახვევენ, თუმცა საზოგადოება თუ ვართ ამ სიბნელის არ უნდა შეგვეშინდეს.. არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან მადლიერების გრძნობა ღირსეულ ადამიანებს გააჩნიათ! პორტრეტი, რომელსაც ჩვენი ჯგუფის წევრების ცენტრში ხედავთ, ქართლ-კახეთის გამორჩეულ მეფეს თეიმურაზ მეორეს ეკუთვნის, მეფე განმანათლებელსა და მეფე პოეტს, სვეგამწარებულსა და უიღბლოს... მისი პორტრეტი დღეს უკვე რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს, მხატვარი ხომ საიმპერატორო კარის ოსტატი ალექსანდრე ანტროპოვია, ტილოზე კი ხელმწიფეა ასახული... როცა ის ლონდონში აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს ჩვენთან ერთად ვაჭრობაში ბრიტანეთის პორტრეტების გალერეაც ჩაერთო... იმედი არ მქონდა, რომ ამ ძვირფას ნიმუშს სამშობლოში დავაბრუნებდით. დღეს ეს ტილო ხელოვნების სასახლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციას ამშვენებს, ამშვენებს იმიტომ, რომ ფონდმა "ქართუმ" და მისმა დამფუძნებელმა ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხია და ხელოვნების უნიკალური ძეგლი უცხოელ ანტიკვარებსა და კოლექციონერებს არ დაუთმო... მადლიერი ვარ და ყოველთვის ასე ვიქნები, რადგან აპოკალიფსის ყველაზე დიდი წყევლა არ მინდა ჩემზე ახდეს "ყურნი გექნებათ, მაგრამ ვერ გაიგონებთ, თვალით შეხედავთ და ვერ დაინახავთ“, - წერს გიორგი კალანდია facebook - ზე.
პარტია „დროა" მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.