გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2022    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ჩიქოვანი: პოლიტიკური უტიფრობაა მცდელობა, რომ ვინმემ ბიძინა ივანიშვილის როლი დააკნინოს საქართველოს ისტორიაში

7-12-2021

,,არავისთვის არის უცხო, რომ თანამედროვე ქართულ ისტორიაში ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლი უჭირავს. მან შეძლო პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება და 2012 წელს მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა სახელმწიფოში და ჩვენს საზოგადოებაში. ‘’ - განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.


როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს ბიძინა ივანიშვილის მიერ აღდგენილი ასეულობით კულტურული ძეგლი და პოლიტიკური უტიფრობაა მცდელობა, რომ ვინმემ მისი როლი დააკნინოს საქართველოს ისტორიაში.


,,ის საქმეები, რასაც ის აკეთებდა ათწლეულების განმავლობაში, ქველმოქმედების კუთხით, ეს არის პრაქტიკულად შეუდარებელი. ყველას კარგად ახსოვს, როდესაც მოწყვლად ჯგუფებზე სახელმწიფო ვერ ზრუნავდა, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა აღებული მზრუნველობა. ყველას კარგად ახსოვს, რომ ასეულობით კულტურული ძეგლი და საეკლესიო ძეგლი არის აღდგენილი მის მიერ. მე მგონი, საუბარი იმაზე, რომ ეს რაიმე ფორმით არის გადამეტება, არის პოლიტიკური უტიფრობა და კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას მორიგ ჯერზე მცდარი წარმოდგენა შეუქმნან. ცდილობენ, შეცვალონ რეალობა და საკუთარი საზოგადოება მოატყუონ. უტიფარი პოლიტიკოსები მიმართავენ აბსოლუტურად ყველა ხერხს, მათ შორის, უბინძურეს ხერხსაც კი და ასე უპირისპირდებიან ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. სამწუხაროდ, ივანიშვილის პოლიტიკურ ოპონენტებს, საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი შეგრძნება იმისა, რომ ოპონირებას აქვს თავისი საფუძვლები და არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იკადროს. მგონი, ამას უკვე ჩვენი საზოგადოება დიდი ხანია ხედავს, ამიტომაც ეს მცდელობაც, რომ ბიძინა ივანიშვილის აქამდე გაწეული საქმიანობა იყოს დაკნინებული და არ იყოს საზოგადოებისთვის გაცნობილი, ესეც იქნება უშედეგო“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.