გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩისა და სირიაში ჩინეთის ელჩის სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოში ჩინეთის ელჩთან კომუნიკაცია შედგა

10-12-2021

ქალაქ დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩის, ბაგრატ ხუთაბასა და სირიაში ჩინეთის ელჩის, ფენ ბიაოს სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შედგა კომუნიკაცია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ქალბატონ ლი იანთან.


ჩინური მხარის განმარტებით, სავარაუდოდ ადგილი აქვს გაუგებრობას, დედაქალაქი აქტიურად არკვევს დეტალებს, რომელიც ქართულ მხარეს უახლოეს პერიოდში ეცნობება. ჩინურმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ პრინციპით იხელმძღვანელებს მომავალშიც. ჩინური მხარე ასევე მადლობელია საქართველოს მთავრობის ერთიანი ჩინეთის პრინციპის განუხრელად და თანმიმდევრულად დაცვისთვის. მხარეთა ამგვარი მიდგომა განაპირობებს ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.


საუბრისას შეთანხმდა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიაწვდის ინფორმაციას თავის საელჩოებს საზღვარგარეთ, რათა მათ თავი შეიკავონ მსგავსი კონტაქტებისგან.


ამავე დროს საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ, 7 დეკემბერს, შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, რომლის დროსაც ჩინური მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა საქართველო სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.