პარასკევი, აპრილი 11, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
თელავში, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტის ინსპექტირება განხორციელდა

10-12-2021

თელავის მუნიციპალიტეტში, „ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს როგორც არსებული, ისე დეგრადირებული და განადგურებული ქარსაფარი ზოლებისგამოვლენა, აღნიშნულ ნაკვეთებზე არსებული მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა და შესაბამისი მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება.


მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და სააგენტოს მიწის მიზნობრივი გამოყენების და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა ჭიპაშვილმა დაათვალიერეს და შესაბამისობის დასკვნითი ინსპექტირება განახორციელეს.


წინასწარი მონაცემებით, თელავის მუნიციპალიტეტში აღირიცხება და საჯარო რეესტრში ქარსაფარ ზოლადდარეგისტრირდება, დაახლოებით, 430 ჰექტრამდე მიწის ფართობი;კერძო მფლობელობაში არსებული ქარსაფარი ზოლის შემთხვევაში, მათთვის სტატუსის მინიჭება მესაკუთრეებთან შეთანხმებით მოხდება.
„ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის პროცესი 2025 წელს დასრულდება.