გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთში წლის ახალგაზრდული მუშაკი 2021-ის ჯილდოს მფლობელი ონელი თამარ ხომასურიძე გახდა

10-12-2021

სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ინიციატივით, საქართველოში პირველად ახალგაზრდული მუშაკების ეროვნული ფორუმი და ახალგაზრდული მუშაკის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.


რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში წლის ახალგაზრდული მუშაკის 2021-ის ჯილდოს მფლობელი ონელი წარმატებული ახალგაზრდა თამარ ხომასურიძე გახდა, რომელიც ასევე მობილური ახალგაზრდული მუშაკია ონის მუნიციპალიტეტში და რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის პრეზიდენტი.


ფორუმის მიზანია თავი მოუყაროს ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულ ახალგაზრდულ მუშაკებს, საინიციატივო ჯგუფებს, ასოციაციებსა და ინსტიტუტებს და მათთან ერთად აღნიშნოს საქართველოში ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელობა და მიმდინარე პროცესები.


ქვეყნის მასშტაბით, სულ 11 ახალგაზრდული მუშაკი დაჯილდოვდა, რომლებიც ახალგაზრდული საბჭოს და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოს გუნდთან ერთად სასწავლო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრნენ.


ვიზიტის ფარგლებში რაჭა-ლეჩუმ- ქვემო სვანეთის რეგიონის წლის ახალგაზრდული მუშაკი თამარ ხომასურიძე კოლეგებთან ერთად ესწრებოდა არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას ახალგაზრდული მიმართულებით.


სასწავლო ვიზიტის შედეგად ახალგაზრდული მუშაკები მიღებული გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკების ადაპტირებას დანერგვას საკუთარ რეგიონში შეძლებენ.


ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თამარ ხომასურიძეს და ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას.