გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოზარ სუბარი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

10-12-2021

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის საკითხები და რეგიონებში ადამიანის უფლებათა ცნობადობის განმტკიცების თაობაზე განსახორციელებელი პროექტები განიხილეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის შეხვედრისას.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხებზე იმსჯელეს, სადაც ორგანიზაციამ, პანდემიის მიუხედავად, 12 დამკვირვებელი მოავლინა. აღინიშნა, რომ ორგანიზაციის პოზიცია თვითმართველობის არჩევნების როლსა და მის დანიშნულებაზე, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების" პოზიციას ემთხვეოდა და რომელიც სრულად იქნა გაზიარებული ეუთო/ოდირის და სხვა სადამკვირვებლო მისიების მიერ.


„ანდრეას კიფერთან გამართულ შეხვედრაზე იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომელთა განხორციელებას ორგანიზაცია საქართველოში იწყებს. მათ შორის, ერთ-ერთი საინტერესო პროექტს წარმოადგენს რეგიონებში ადამიანის უფლებების ცნობადობის განმტკიცება, რომელიც 6 რეგიონში და მათ შორის, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში იგეგმება. ეს პროექტები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აღნიშნულ რეგიონებში, სადაც ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ცხოვრობს, ენობრივი ბარიერის გამო, ქართულ საზოგადოებაში ხშირად მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია გართულებულია", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.


შეხვედრაზე მხარეები დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების მიმდინარეობას შეეხნენ. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტით მოცემული სამუშაოები გეგმის მიხედვით სრულდება, სასურველია, რომ სტრატეგია უფრო აგრესიულად და სწრაფი ტემპებით განხორციელდეს, თუმცა პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის გამო სასურველი ტემპების მიღწევა გართულებულია.


შეხვედრაზე ევროპელი სტუმარი რეგიონებში კომიტეტის გასვლითი სხდომების გამოცდილებით დაინტერესდა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, კომიტეტი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, პერიოდულად გასვლით საკომიტეტო სხდომებს მართავს, სადაც დიალოგის რეჟიმში, რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებს განიხილავენ. ანდრეას კიფერის განცხადებით, კომიტეტის აღნიშნული მიდგომა სხვადასხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს.


კონგრესის გენერალურ მდივანთან და მის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა დაესწრო.