გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურჯაანში, მინიფეხბურთში 2008 წლის ომის გმირის სახელობის ტურნირი ჩატარდა

12-12-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის გამგეობის ინიციატივით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, სოფელ ვაჩნაძიანში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის, ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში. ასპარეზობაში მონაწილეობას იღებდნენ სოფლების_ვაჩნაძიანის, კახიფარის, ვაზისუბნის, ველისციხის, ჩუმლაყის, კალაურის, ბაკურციხისა და თავდაცვის სამინისტროს მე-4-ე მექანიზებული ბრიგადის გუნდები.


ფინალური ორთაბრძოლა მე-4-ე მექანიზებული ბრიგადისა და ბაკურციხის გუნდებს შორის გაიმართა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით 5:2 დასრულდა; ტურნირის წლევანდელ ჩემპიონს, ალექსი ნატროშვილის სახელობის გარდამავალი თასი და მე-4-ე მექანიზებული ბრიგადის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო გადაეცა.


სპორტულ ასპარეზობაში პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებსა და მესამე ადგილის მფლობელ კალაურის ნაკრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თასები და მედლები სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა, თამაზ კალატოზიშვილმა გადასცა.

ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში, სოფელ კალაურის რწმუნებულის, ალექსი პაპოშვილისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით 2015 წელს დაარსდა და წელს მეექვსედ ჩატარდა.


ტურნირს ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიუტეტის მერი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, ზურაბ უტიაშვილი, მე-4-ე მექანიზებული ბრიგადის მასტერსერჟანტი, კახა ლაბაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გამგეობის წარმომადგენლები, ალექსი ნატროშვილის ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.


უფროსი ლეიტენანტი ალექსი ნატროშვილი 1978 წელს, რუსთავში დაიბადა; იზრდებოიდა და სკოლა დაამთავრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში (მაშინდელი სოფელი შრომა). თელავის უნივერსიტეტის ისტორიის და სამართლის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სამხედრო აკადემიაში ჩააბარა და ერთწლიანი კურსი გაიარა; აკადემიის დასრულების დროს იქმნებოდა თელავის კომანდოს ბატალიონი, სადაც, ოცმეთაურად დაიწყო სამსახური. გმირულად დაიღუპა 9 აგვისტოს, ცხინვალში.


ალექსი ნატროშვილი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.