გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სააკაშვილის მდგომარეობას ფსიქიატრი დააკვირდება - ფსიქიატრის საჭიროებაზე სახალხო დამცველიც საუბრობს

12-12-2021

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას დღეიდან ფსიქიატრიც დააკვირდება.


პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ფსიქიატრის საჭიროებას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც ადასტურებს.


"ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ პაციენტის მართვაში და მკურნალობაში სასურველია, რომ მონაწილეობა მიეღო ფსიქიატრს და ფსიქოლოგს, იმიტომ, რომ გარკვეულ სტრესზე იყო საუბარი.


ასევე, გაჟღერდა ალტერნატიული ექსპერტების, ადვოკატებისა და პირადი ექიმის მხრიდან, რომ გარკვეული პრობლემები არის ამ მიმართულებით.

ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დასამატებელია ამ მიმართულებით შესაბამისი ექსპერტიზა და დღეს, ჩვენთან ერთად, ნევროლოგთან ერთად ექიმი ფსიქიატრიც იმუშავებს" - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.