გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

2-05-2018

ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. “მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი სამი მგზავრი დაშავდა. მათგან ერთ-ერთს, 19 წლის მამაკაცს ოპერაცია თავდაპირველად ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა, მოგვიანებით კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისივე თქმით, შესაძლოა პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდეს საჭირო. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

"ინტერპრესნიუსი"