გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2022    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

16-12-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებსა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.


პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების შეუქცევადობა და აღნიშნა, რომ სწორედ ამის დადასტურებაა საქართველოს მთავრობის გეგმა, 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების შესახებ.


შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, ასევე ისაუბრეს მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე. მათ შორის, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოების საკითხებს და საქართველოში განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით არსებულ პოტენციალს.