გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: პანდემიის პირობებში შევძელით და 11 თვეში მივაღწიეთ ექსპორტის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე ეს იყო პანდემიამდე, 2019 წელს

16-12-2021

„პანდემიის დროს, 11 თვეში მივაღწიეთ ექსპორტის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე, ეს იყო, მაგალითად, მთლიანად 2019 წელს, რომელიც, ყველა გაგებით, მიჩნეული დადებით წლად ეკონომიკის, ტურიზმის, ექსპორტის განვითარების მიხედვით და ვამბობდით, რომ 2019-ში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი გვქონდ, ათუმცა, ახლა, 11 თვეში შევძელით ამ მაჩვენებლის გადალახვა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მინისტრის ინფორმაციით, ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქართული ბიზნესის საექსპორტო დარგებზე, რომლებიც უშუალოდ ქმნის ქართული ეკონომიკის ზრდის დინამიკას, ამყარებს ეროვნულ ვალუტას საექსპორტო ამონაგების ქვეყანაში შემოტანის გზით და ასაქმებს ათასობით ჩვენს მოქალაქეს.


ნათია თურნავას თქმით, 2021 წლის თებერვლიდან საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რომლის შედეგად, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 27%-ით (805 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა და 3.8 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. მინისტრმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ბიზნესსექტორის ბრუნვაზე, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა, სტაბილური ბიზნესგარემოს ფონზე 2021 წლის სამ კვარტალში 34.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 35.3 %-ზე მეტია.


„პრემიერ მიინისტრის დავალებით, ჩვენ, ისევე როგორც თითოეულმა ჩემმა კოლეგამ, შევიმუშავეთ და მოსახლეობას გავაცანით განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც კიდევ უფრო განჭვრეტადს ხდის როგორც ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას ისე ბიზნესგარემოსაც. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომლის დანერგვის საშუალებასაც გვაძლევს მუდმივი სტრუქტურული რეფორმები და სტაბილურობა, რაც, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია" - აღნიშნა ნათია თურნავამ.